სააკაშვილი: აქ უნდა ვიჯდე ოდესაში და ნაცარი ვქექო?! ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოს

” იცით, რამდენი შემოთავაზება მქონდა ბოლო თვეებში თანამდებობების დაკავების და ა.შ., ყველაფერზე ვთქვი უარი’-ამის შესახებ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში განცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ძალიან ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ყველაფერზე უარი თქვა, რადგან წელს საქართველოს ბედი წყდება.

„აქ უნდა ვიჯდე ოდესაში და ნაცარი ვქექო, თუ გარედან ვუყურო? რაც არ უნდა კარგად მოვეწყო აქ, იცით, რამდენი შემოთავაზება მქონდა ბოლო თვეებში თანამდებობების დაკავების და ა.შ., ყველაფერზე ვთქვი უარი იმის გამო, რომ ვიცი, წელს წყდება ჩემი ქვეყნის ბედი. ახლა მარჯვნივ და მარცხნივ გახედვის დრო არ არის. ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოს.

მე კარიერას ვერ გავაკეთებ სხვაგან. იცით, რომ ისტორიულად არა მხოლოდ ჩვენს ახალგაზრდებს, გოგო-ბიჭებს აგზავნიდნენ. გიორგი სააკაძე სადღაც გუბერნატორი იყო ჩემსავით, ის ოსმალეთში, მე უკრაინაში. ეს დამთავრდა. ჩვენ ახლა უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Comments
Loading...