სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძეზე: “ბებერი მელა” და მაგარი ტიპი კი არა, კატის კნუტი აღმოჩნდა

„მიშა, ნუ მიძვრები, კაი გიჟი ნუ იქნები, მოდი მოვილაპრაკოთ.” მოზგია”, “მოზგ ეძიკას” როგორ დაამარცხებ?! „- ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

“2002 წელს და 2003 წელს, უკლებრივ ყველა 90% ქართველი პოლიტიკოსების, ამბობდნენ რომ ედუარდ შევარდნაძე თქვენ არ იცით, ეს ბებერი მელაა, მაგარი ტიპია, მაგას რა დაამარცხებს. თქვენ არ იცით მაგას, რაები აქვს ჩაფიქრებული.

მიწის ქვეშ ერთი იმხელაა. მიშა ნუ მიძვრები, კაი გიჟი ნუ იქნები, მოდი მოვილაპრაკოთ. მოზგია, მოზგი ეძიკას მოზგს როგორ დაამარცხებ?! ეს მესმოდა ყველა მხრიდან.

“ბებერი მელა” კი არა, ერთი კატის კნუტი აღმოჩნდა. გაკრა ქართველმა ხალხმა და გაწია. ასე რომ ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალების“,-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

Comments
Loading...