სააკაშვილი: ივანიშვილის თოჯინამ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება

ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიე გაკეთებული განცხადება.

“გაყალბებული არჩევნების შედეგად ივანიშვილის მიერ თავსმოხვეულმა თოჯინამ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება
და თქვა, რომ საქართველოს არ აქვს არც ჯარი და არც იარაღი.
ეს არის აბსოლიტურად პირდაპირი გამოხატულება რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს. ტყუილად ნუ ამართლებთ ვინც ჯერ კიდევ არიან დარჩენილი მისი მხარდამჭერები იმით, რომ ამ ქალმა ენა არ იცის ან გიჟად არის და აქ არაფერ შუაშია პოლიტიკა. ეს არის პირდაპირი და ღია გამოხატულება რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს.

ეს გამოხატულება შურისძიებისა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ჯარებზე,
რომლებმაც ჩამოაგდეს ცამეტი თუ თოთხმეტი საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არ გაუკეთებია არავის.

ეს არის შურისძიება იმ ჯარზე, რომელმაც დაჭრა პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის არმიის მეთაური, გენერალი ხულოვი. მანამდე არასდროს მძიმედ არ დაჭრილა არცერთი რუსული არმიის გენერალი და მეთაური.

ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენ ქვეყანას და საქართველოს სახელს.
ეს არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე ასობით ათასი ვეტერანის საქართველოს შეიარაღებული ძალების.
ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების.
რას ნიშნავს არა გვაქვს იარაღი ?! საქართველო აწარმოებდა საწარმო DELTA-ში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იარაღს თავის კატეგორიაში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართავაში.

Comments
Loading...