სააკაშვილი: ლუგართან ცოტა ვიბლეფე, მოვიგონე, საქართველოში არ იყო ბიოლოგიური იარაღი

” ვუთხარი ლუგარს – რად გინდა უკრაინა, საქართველოში გახსენით ლაბორატორია-მეთქი… დაუჯდა ჭკუაში”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, სადაც გაიხსენა რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შექმნის ისტორია.

” რიჩარდ ლუგარს მე ვიცნობდი ჯერ კიდევ 1996 წლიდან, როდესაც როგორც ახალგაზრდა პარლამენტარი ჩავედი პირველად ვაშინგტონში და მას უნდოდა შეექმნა ლაბორატორია…

უკრაინაში უნდოდა გაკეთება, მაგრამ უკრაინაში იმ დროს იყო ძალიან დიდი ზეწოლა რუსეთისგან… რუსეთმა აიძულა პრაქტიკულად უკრაინის ხელისუფლება უარი ეთქვა ლუგარისთვის.

მე აღმოვჩნდი ვაშინგტონში, გვქონდა სადილი და იქ ვუთხარი ლუგარს – რად გინდა უკრაინა, საქართველოში გახსენით ლაბორატორია-მეთქი… საქართველოში გაქვთ ბიოლოგიური იარაღიო მკითხა და მართალი გითხრათ, მოვიგონე, მოვიტყუე. მე მგონი, საქართველოში არ იყო ბიოლოგიური იარაღი. ცოტა ვიბლეფე მართალი გითხრათ. დაუჯდა ჭკუაში. პრეზიდენტი გავხდი თუ არა, შევხვდი ვახშამზე პირველი ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს აშშ-ში და იქ საბოლოოდ დავარტყით ხელი ხელს”-ამბობს სააკაშვილი.

Comments
Loading...