სააკაშვილი: მადლობა სასულიერო პირებს, ვინც ერის გადაშენების ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის იმ სასულიერო პირებს, რომლებიც კანაფის ექსპორტზე შესაძლო გატანის საკითხს აპროტესტებენ. როგორც სააკაშვილი facebook-ის გვერდზე წერს, ეს “ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ ბრძოლაა”.

“ყველამ უნდა გამოვხატოთ მადლიერება იმ სასულიერო პირების მიმართ,ვინც პროტესტს გამოხატავს ერის გადაშენების ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ.
ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა!”,-წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სასულიერო პირებმა, გუშინ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი ინიციატივა, რომლითაც, შესაძლოა ქვეყნიდან კანაფის ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ნებადართული გახდეს, გააპროტესტეს. უწყებამ კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტს უკვე წარუდგინა, თანხმობა მიიღო და საკანონმდებლო ორგანოშიც გადააგზავნა. საკრებულოსთან იმყოფებოდა მამა ანდრიაც, რომელმაც განაცხადა, რომ სამღვდელოება და საპატრიარქო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ამ კანონის მიღებას.

 

Comments
Loading...