სააკაშვილი მარგველაშვილზე: “ისე წავა, არ ეყოფა კაცობა მოქალაქეობა დამიბრუნოს”

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა, მარგველაშვილის მოღვაწეობას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

წამყვანთან საუბრისას მიხეილ სააკაშილმა შეაფასა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოღვაწეობა. მისი თქმით, მარგველაშილი ორი რამით შევა ისტორია – “ერთი იმით, რომ ის შევიდა პრეზიდენტის სასახლეში და ამით გადაარჩინაა საპრეზიდენტო ინსტიტუტი და სასახლე გაყიდვას და მეორე იმით, რომ მე ჩამომართვა მოქალაქეობა”-აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს შეუძლია მესამე რამითაც შევდეს ისტორიაში – შეიწყალოს პოლიტმატიმრები და დაუბრუნოს მას მოქალაქეობა, თუმცა –  “მე არა მგონია მას ამის გამბედაობა ეყოს. საქართველომ დაკარგა ბოლო 5 წელი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას. მოდით ვთქვათ, რა დარჩება მისგან ისტორიას, გარდა იმისა, რომ თავის თავს უწოდა პლასტელინი?

როგორც ჩანს, ისე წავა, რომ მას არ ეყოფა არც კაცობა და არც ადამიანობა, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა” – განაცხადა სააკაშვილმა.

Comments
Loading...