სააკაშვილი: მერაბიშვილმა მითხრა, ჩათვალე რომ კობა დავითაშვილი პოლიტიკურად მკვდარიაო

 

საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა, კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე „კვირის აქცენტებში“ ისაუბრა  და განაცხადა, რომ ამ საქმესთან არანაირ კავშირში არა აქვს.

მისი თქმით, დავითაშვილის ცემის ფაქტი ნამდვილად იყო, თუმცა იგი რუსების მხრიდან.

„კობა დავითაშვილზე იყო ცნობილი ისტორია, ეს ისტორია ჩემს წიგნშიც მაქვს აღწერილი, როგორ მუშაობდნენ ჩვენს წინააღმდეგ. კობა დავითაშვილი გამოვიდა, ჩვენს წინააღმდეგ რაღაც სიბინძურეები ილაპარაკა, ჩემზე და ჩემს ოჯახზე და ამის შემდეგ მოხდა ეს ცნობილი ჩანაწერი.

მაშინ ვიყავი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით და ვანო მერაბიშვილს ველაპარაკებოდი სხვადასხვა თემებზე და მეუბნება, სხვათაშორის რომ იცოდე კობა დავითაშვილი პრაქტიკულად ჩათვალე, რომ მკვდარიაო, რას მეუბნები-თქო? ნუ პოლიტიკურად მკვდარიაო. რას გულისხმობ-თქო? თუ არა და აი ნახავ მალე მოკვდება, ყველაფერს ახლა ვერ გეტყვიო.

ეს რომ მითხრა ეგრევე დავუკიდე ყურმილი, რათქმა უნდა ჩინელები უსმენდნენ და რუსეთზე გადიოდა და ისინი ყველაფერს იწერდნენ. მერე რა მოხდა? მერე იყო ცნობილი ისტორია, როდესაც 3 კვირის შემდეგ თუ 2 კვირის შემდეგ კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ჩემი მოკვლა ცადეს.

რა თქმა უნდა ასეთ სისულელეებს ბევრჯერ ამბობდნენ ამიტომ არ ვაქცევდი ყურადღებას. მერ ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს გაგეცინება, მაგრამ მართლა კლავდნენო. რუსებმა გამოაგზავნეს კუტაევი მახსოვს, ქონდათ ეს ჩანაწერი. წარმოიდგინეთ, შემთხვევით გადარჩა. ეფესბე-ს ყავდა გამოგზავნილი. იმ წუთში რომ მოეკლათ დავითაშვილი, ვის დავუმტკიცებდი მე მსოფლიოში და საქართველოში განსაკუთრებით რომ მე არაფერ შუაში ვარ“, – განახადა სააკაშვილმა.

Comments
Loading...