სააკაშვილი: მე ნამდვილად სანთელი არ მჭერია, როცა ფაროსანა შემოჰყავდათ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ თემაზე ისაუბრა და ხელისუფლება პარაზიტის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.

“ბევრი ადამიანი თვლის, რომ ფაროსანა შემოვიყვანა ვიღაცამ ხელოვნურად, მე ნამდვილად სანთელი არ მჭერია, როდესაც ფაროსანა შემოჰყავდათ და ამიტომ თავს ვერ დავდებ, რომ ივანიშვილმა მოიყვანა თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი ის 60 მილიონი, რომელიც დახარჯეს ვითომ ფაროსანასთან ბრძოლაზე არის მოპარული, ზუსტად ვიცი რომ ეს იყო ფულის გათეთრების საშუალება.

ჩემმა მეგობარმა, რომელიც თბილისიდან ლანჩხუთში გადავიდა, რამდენიმე წლის წინ, გაყიდა ბინა, ძვირიანი მანქანა, იყიდა რაღაც დანგრეული იაპონური მარჯვენასაჭიანი, რადგან მთელი ფული ჩადო თხილის ბიზნესში. ახლა ყველაფერი გაუნადგურდა, დარჩა ცარიელ-ტარიელი, ლანჩხუთიდან მელაპარაკა 5 დღის წინ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

Comments
Loading...