სააკაშვილი: “ჩამოდი და მოგვაშორე ბიძინა-ფაროსანა!” მამათელების თხოვნა (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი_ მიხეილ სააკაშვილი facebook-ის გვერდზე ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ იმის მიუხედავად, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არ უშვებს, ის მაინც ესაუბრება ქართველ ხალხს.

სააკაშვილის განმარტებით, ის მამათის მოსახლეობას გაესაუბრა.

“მიუხედავად იმისა,რომ ივანიშვილი არ მიშვებს ქვეყანაში,აი,ასე ხან აეროპორტიდან,ხან სახლიდან,ხან ქუჩიდან,ჩემი მთავარი იარაღით,ტელფონით ვესაუბრები ხალხს სოფლის ბირჟებზე, სახლებში და მაინც მაქვს კავშირი მათთან მანამდე,სანამ პირადად მოვინახულებ. გუშინ ცნობილ სოფელ მამათში ვესაუბრებოდი ხალხს… მამათში ბევრჯერ ვარ ნამყოფი ისევე,როგორც ნამყოფი ვარ თითქმის ყველა სოფელში და ქვეყნის თითოეულ კუთხე-კუნჭულში…”,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...