სააკაშვილი: “ჩემი ედუარდი დაქორწინდა, როგორ ჩქარა მიდის დრო…”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა, რის შესახებაც მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ქორწინების ამსახველ ფოტოსა და სტატუსს აქვეყნებს.

“გავფრინდით ვიქენდზე ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის ედვარდის ქორწილში…

ედვარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC-ის “National Public Radio”-სთან. ის დაქორწინდა თავის სვარტმორის (პენსილვანია) კოლეჯელ შეყვარებულზე ადინე მელვუს-პეტრუსზე. ადინა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს…

როგორ ჩქარა მიქრის დრო… თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში (არადა, ეს იყო დიდი ხნის წინ,1993 წელს)”, – წერს სააკაშვილი.

 

 

Comments
Loading...