სააკაშვილი: “ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირი იყო”

“ჯონ მაკკეინი იყოს ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს დასავლეთში და საერთოდ მსოფლიოში. ეს იყო ყველაზე დიდი მეგოაბრი, რომელიც ოდესმე მყოლია მე ცხოვრებაში.”- ამის შესახებ საქართელოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ვიდეო მიმართაში განაცხადა.

“ეს არის წარმოუდგენელი დანაკარგი საქართველოსთვის და ძალიან დიდი დანაკარგი მსოფლიოსთვის.

ვფიქრობ ყველამ უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას და გავიხსენოთ, რომ ის იყო საქართველოს ეროვნული გმირი არამხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი. რატომ იყო საქართველოს ეროვნული გმირი? იმიტომ, რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში, ისეთ დროს როდესაც გვჭირდებოდა ყოველთვის იდგა ჩვენი ერის გვერდზე, ყოველთვის გადაგვეფარა, ყოველთვის გაგვიმართა ხელი ყოველთვის ბოლომდე დაგვიჭირა მხარი.

ჩვენს მრავალათასწლოვან ისტორიაში ძლიან ცოტაა ასეთი მაგალით. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მოღვაწე. ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მის ეპოქში ვცხოვრობდით. ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ მისი საქმე და მისი საქმის მიყვანა და ეს იქნება საქართველო გამთლიანება, გაამრჯვებამდე მიყვანა და საბოლოო გათავისუფლება; ქართველი ერის საბოლოო ფეხზე წამოდგომა, საქართველოს ბევრად უკეთესი ბევრად უფრო უზრუნველყოფილი , მშვიდობიანი მომავალი. ამისი სჯეროდა ჯონ მაკკეინს და ჩვენ ამას აუცილებლად შევასრულებთ.”- აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Comments
Loading...