სააკაშვილი: ჰა, გამოდი ბიძინა, ბოლომდე მოგხედოთ მეც და ქართველმა ხალხმაც!

საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს თავის მოკატუნება შეწყვიტოს. სტატუსი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქზე აქვეყნებს, ამ შინაარსისაა:

“ჰა, ბიძინა, შეწყვიტე თავის მოკატუნება და გამოდი, პირდაპირ იყარე კენჭი, რათა ბოლომდე მოგხედოთ მეც და ქართველმა ხალხმა”.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს მისი facebook-ის ყალბი გვერდების შექმნაში ადანაშაულებს. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილი ძალიან შეშინებულია და არჩევნებამდე ბევრ ასეთ მეთოდს გამოიყენებს.

“ივანიშვილის ტროლების შექმნილი ჩემი ფეიკ ფბ გვერდი. ძალიან დაშინებულა ოლიგარქი და ბევრ ასეთ სიყალბეს გამოაგდებს არჩევნებამდე”,-წერს სააკაშვილი.

Comments
Loading...