სააკაშვილი – 133 სამხედროს შეწყალებისთვის გამასამართლეს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გასამართლება მის მიერ შეწყალების გამოყენების გამო არსად არ არის შესაძლებელი მთელს მსოფლიოში.

“პრეზიდენტის გასამართლება მის მიერ შეწყალების გამოყენების გამო არსად არ არის შესაძლებელი მთელს მსოფლიოში. მათ მე 133 სამხედროს შეწყალებისთვის გამასამართლეს. ამ ბრალდებას არანაირი ლეგალური საფუძველი არ აქვს. მათ ჩემი უკრაინიდან გაძევება ახლა სურთ. რა არ ეძებეს – საბანკო ანგარიშები, რომლებიც არ მაქვს; ოფშორული კომპანიები, რომლებიც არ მაქვს; საკუთრება, რომელიც არ მაქვს.

მე ყოფილი პოსტ-საბჭოთა პრეზიდენტი ვარ, რომელსაც არაფერი აქვს ისეთი, რითაც მას კორუფციაში დაადანაშაულებდნენ. სწორედ ამიტომ მოიგონეს ეს სასაცილო მუხლი საპრეზიდენტო შეწყალებასთან დაკავშირებით. იგივე მუხლით მსოფლიოში ყველა პრეზიდენტის გასამართლება შეიძლება”,-განაცხადა სააკაშვილმა.
წყარო: Ipress.ge

Comments
Loading...