“საამაყო ქართველები” – მხატვარმა ოთარ მეგრელიძემ COVID -19 – ის წინააღმდეგ მებრძოლ გმირ ექიმებს ნახატი მიუძღვნა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძეს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეს მხატვარმა ოთარ მეგრელიძემ ნახატი მიუძღვნა.

twitter sharing button
messenger sharing button
whatsapp sharing button

“საამაყო ქართველები – მადლობა ჩვენს ექიმებს” – ასე ასათურებს თავის ნახატს მხატვარი ოთარ მეგრელიძე, რომელმაც COVID -19 – ის წინააღმდეგ მებრძოლ გმირ ექიმებს ნახატი მიუძღვნა.

მხატვრის ტილოზე ტრადიციულ ქართულ სამოსელში გამოწყობილი თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძეა.

აქვე დავსძენთ, რომ ამ სამეულის პროფესიონალიზმის შესახებ უკვე ევროპული გამოცემები წერენ. “საჭესთან პროფესიონალების დაყენება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო ,- ევროპულმა გამოცემა ,,euractiv” სტატია “საქართველოს გაშმაგებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ” ამ სათაურით გამოაქვეყნა.

სტატიაში ნათქვამია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ვირუსი ძალიან ნელა გავრცელდა საქართველოში. ,, 26 თებერვალს პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან საქართველოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 61 დადასტურებული შემთხვევა გააჩნდა 23 მარტის მდგომარეობით. სავალდებულო კარანტინში 3320 ადამიანია მოთავსებული და ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის. შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა და 22 მარტისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 194 დადასტურებული შემთხვევა გააჩნია”,- აღნიშნულია სტატიაში. ევროპული გამოცემა აქვეყნებს ჯანდაცვის ექსპერტთა და მკვლევართა შეფასებებს, სადაც ისინი საუბრობენ საქართველოში ჯანდაცვის პროფესიონალთა დიდებულ კოჰორტაზე და ამბობენ, რომ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ორი კვირა მოიგო ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის. ,, „ეს ალბათ ჯანდაცვის პროფესიონალთა დიდებული კოჰორტისა და გამძლეობის კარგი უნარის დამსახურებაა“, – წერდა ანალიტიკური ცენტრის Carnegie Europe-ის უფროსი მკვლევარი თომას დე ვაალი ქვეყნის რეაგირების პროგრამის დადებითად შეფასებისას.

Comments
Loading...