საატესტატო გამოცდების ზღვარი დაახლოებით 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა

საატესტატო გამოცდების ზღვარი დაახლოებით, 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საატესტატო გამოცდების შედეგების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მიისვე თქმით, შედეგები რამდენიმე დღეში შეჯამდება და გაიმართება ბრიფინგი, სადაც ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

„დაახლოებით, 11 000 მოსწავლეა, რომლებმაც ვერ გადალახეს საატესტატო გამოცდების ზღვარი. ტექნიკური საგნები ცოტა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჰუმანიტარული. პერიოდულად ისმის ჩივილი, რომ გამოცდის შინაარსი პროგრამას არ ემთხვეოდა, რაც ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს შეიძლება ასეთი მაგალითი არ გაუკეთებია. კომპიუტერით ადაპტირებული გამოცდა იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ ვამოწმებთ, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოყენება. ანუ რამდენად რეალურად შეუძლია ამოხსნას მაგალითები, მაგალითად, მათემატიკაში, ან სხვა საგნებში“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

Comments
Loading...