საბერძნეთში დიდთოვლობაა, ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს

ციკლონმა "მედეამ" საბერძნეთში თოვლის ნალექები, ყინვები და ძლიერი ქარი შეიტანა. ქვეყნის ჩრდილოეთი და ცენტრალური რეგიონები თოვლითაა დაფარული, იუწყება Euronews.

მძიმე მანქანებს საბერძნეთის ზოგიერთ ნაწილში აეკრძალათ მოძრაობა თოვლისა და ყინულის გამო. მძღოლებს ღამის გატარება თავიანთ მანქანებში მოუწიათ. ამ დროისთვის ბულგარეთის საზღვარზე ათობით სატვირთო მანქანას დგას.

ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ დატოვონ თავიანთი სახლები ზედმეტი საჭიროების გარეშე.

ამ დროისთვის ციკლონი “მედეა” იწყებს სამხრეთით გადაადგილებას, კვიპროსისკენ. მეტეოროლოგების პროგნოზით, საბერძნეთში ასეთი ამინდი დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.