საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ბერძნული მედია 73 წლის მამაკაცის ვინაობას ასაჯაროებს

საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას   ბერძნული მედია ავრცელებს.

მედია  დაკავებულის  ვინაობასაც  ასაჯაროებს. როგორც ირკვევა, იგი 73 წლის,  დილარ კუპატაძეა.

 

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც ის არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ცდილობდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქმეში რამდენიმე დაზარალებულია.

 

ამასთან, ქალაქ დრამის პოლიცია ადგილობრივებს მოუწოდებს, რომ თუ ვინმეს აქვს დამატებითი ინფორმაცია ქართველი მამაკაცის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმართონ სამართალდამცველებს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. მას არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური და გარყვნილი ქმედებები ედება ბრალად. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა იარაღით მუქარასაც, რადგან დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.

Comments
Loading...