საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.   გადაწყვეტილება  ამის შესახებქვეყნის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა მიიღო.

ცენტრალურ საბერძნეთში, ათენის მიმდებარედ, ხანძარი მძვინვარებს. ბოლო ინფორმაციით,  დაღუპულია 50 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 100-მდე.

ხანძრის ჩაქრობაში 600 ადგილობრივი მეხანძრეა ჩართული, თუმცა სამუშაოებს ხელს ძლიერი ქარი უშლის. ქვეყანამ, დახმარებისთვის უკვე მიმართა ევროკავშირს.

Comments
Loading...