საბერძნეთში, ქალის ცხელი უთოთი წამების ბრალდებით, 7 ქართველი დააკავეს

რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში, ქალაქ კიფსელის გარეუბანში 85 წლის ქალი გაძარცვეს, ხოლო შედეგ სცემეს და უთოთი საშინელი დამწვრობები მიაყენეს.

საბერძნეთის პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე საქართველოს 7 მოქალაქე დააკავა. ERT1-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი მაისის შემდეგ მოქმედებდა.

7 ქართველი ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებში დააკავეს. სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, მათ ბრალი სხვა უამრავ ქურდობაშიც მიუძღვით და ასევე ეჭვმიტანილი არიან ალიმოს სანაპიროზე, ავსტრიელი ტექნიკოსის სახლის ძარცვაში. ქურდობის უდროს მამაკაცის სახლში მის გოგონას ეძინა.

Comments
Loading...