საბერძნეთში 24 წლის ქართველი გოგო, რომელსაც 1 თვის შვილი დარჩა, გარდაცვლილი იპოვეს
საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მოკლულია.
მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო.
ცხედარს ახლა ექსპერტიზა უტარდება. დაწყებულია გამოძიება და საქართველოს საკონსულო საგამოძიებო უწყებებთან მუდმივ კონტაქტზეა.
imedinews.ge