საბერძნეთში   41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს, იუწყება  ბერძნული მედია .

ინციდენტი საბერძნეთის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კომოტინში მოხდა.

მედიის ინფორმაციით,  დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, კაცს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან და ამჟამად, ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული. 

პოლიციამ დამნაშავეების დასაკავებლად ძებნა დაიწყო.

სხვა დეტალები  მედიაში ამ ეტაპზე არ ვრცელდება.