ხაშურში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზებას ახდენს – ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან
ხაშური – სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზებას ახდენს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის ხანძრების სპეცტექნიკის გაზრდილი რაოდენობა. ამ დროისთვის ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი რჩება.
ვითარების გართულების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის პროცესში ასევე ჩაერთვება ვერტმფრენიც. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა-მდე ფართობი
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით
ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ხანძარი გუშინ საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე გაჩნდა.