საგარეჯოში, მოკლული ახალგაზრდების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

საგარეჯოს ცენტრში, გასულ ღამეს, სროლისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვილი მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ხალხი ყვავილებით მიდის. ანთებული სანთლებით ისინი პატივს მიაგებენ ტრაგედიის მსხვერპლებს. პანაშვიდს სასულიერო პირები აღავლენენ.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა.

დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5. თავად თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.

“მთავარი”

Comments
Loading...