სადისტრიბუციო ცენტრში სროლა მოხდა: არიან დაღუპულები

მედიკამენტების სადისტრიბუციო ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინციდენტი აშშ-ში, მერილენის შტატში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თავდამსხმელმა შენობაში ცეცხლი გახსნა. ამ დრომდე უცნობია, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა.

მომხდარზე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

Comments
Loading...