“სად დაბინავდნენ აფეთქებისგან დაზარალებული ოჯახები?” – თამარ ივერი დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულებს თავშესაფარს სთავაზობს

ოპერის მომღერალი თამარ ივერი 16 იანვარს,  დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მომღერალი წერს, ის  მზად ყოფნას გამოთქვამს,  დაეხმაროს დაზარალებულ ოჯახებს და რამდენიმე მათგანს, თავშესაფარს სთავაზობს.

„სად დაბინავდნენ აფეთქებისგან დაზარალებული ოჯახები?  მზად ვართ მე და რაული, ბავშვებიანი 1-2ოჯახი შევიფაროთ დროებით. იქვე გვაქვს სახლი“,– წერს  თამარ ივერი.

შეგახსენებთ, 16 იანვარს  ძლიერი აფეთქება მოხდა დიდ დიღომში მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ ცხრა სართულიან კორპუსში. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.  ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 8 ადამიანი.

Comments
Loading...