საზარელი ტრაგედია რუსეთში – ახალშობილი დედის რძის კვებისას დაიღუპა
ახალშობილი ბიჭი დედის რძით კვებისას დაიღუპა. უბედური შემთხვევა 20 იანვარს, მოსკოვში მოხდა.
ასფიქსია, სავარაუდოდ, საკვების ჭარბი რაოდენობის მიღებამ გამოიწვია.
REN TV-ს ცნობით, ბავშვი მხოლოდ ხუთი დღის იყო. შეშინებულმა დედამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვეღარ შეძლეს- ის მათ მისვლამდე 15 წუთით ადრე გარდაიცვალა.