საზარელი შემთხვევა დედოფლისწყაროში – 60 წლის ქალზე იძალადეს და შემდეგ მოკლეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 60 წლის ქალბატონი საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 6 საათზე მოხდა

როგორც სააგენტოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ქალზე, სავარაუდოდ, იძალადეს.

„ სახლი არეული იყო, მინები ჩალეწილი… ქალბატონი მარტო ცხოვრობდა. როგორც ვიცი, ცხედარი ძმისშვილმა იპოვა. სავარაუდოდ, ქალზე იძალადეს და შემდეგ მოკლეს“, – განუცხადა mpress.ge-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აქვს თუ არა გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი, ეს შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

Comments
Loading...