საზღვაო სწავლების დროს ირანის ერთმა გემმა შეცდომით მეორე ჩაძირა, დაღუპულია 19 და დაშავებულია 15 კაცი

ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტო irna ავრცელებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ომანის ყურეში, ჯასკის და ჩაბაჰარის პორტებს შორის, წყლებში მიმდინარე სამხედრო-საზღვაო ფლოტის სწავლების დროს მომხდარი მარცხის შესახებ ავრცელებს განცხადებას.
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწავლების დროს მოხდარი შეცდომის შედეგად ,დამხმარე სამხედრო გემ “კონარაკზე” მყოფი 15 მეზღვაური დაიღუპა, ხოლო 19 კი დაშავდა.
 
ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიის მთავარსარდალი სეიდ აბდულ რახიმ მუსავი დაღუპულ მეზღვაურებს წამებულებად მოიხსენიებს და მათ ოჯახებს უსამძიმრებს.
 
სამხედრო-საზღვაო ფლოტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დაღუპული მეზღვაურების ფოტოებს აქვეყნებს.
 
უცხოური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწავლების დროს ფრეგატ “ჯამარანიდან” გაშვებული, გამოცდის ეტაპზე მყოფი ახალი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა დამხმარე გემ “კონარაკს” მოხვდა, რის შედეგადაც გემი ჩაიძირა, მასზე მყოფი 19 მეზღვაური დაიღუპა, 15 დაშავებულის წყლიდან ამოყვანა კი ტრაგედიის ადგილზე მისულმა სამაშველო გემების ეკიპაჟმა შეძლო.
Comments
Loading...