სათამაშოებში ჩამალული 8 კგ კოკაინი ნარკოკურიერმა ადრესატთან პოლიციელების მიერ სახლის ჩხრეკის დროს მიიტანა

ლივერპულის გარეუბანში,ერთ-ერთი სახლის ჩხრეკის დროს პოლიციელებს დამხმარედ ნარკოკურიერი მოევლინათ.

ლივერპულის პოლიცია გარეუბანში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის მეზობლების მიერმიღებული შეტყობინების საფუძველზე ორდერით შეიარაღდა და დილაადრიანად შეუდგა მისი სახლში ჩრეკას.

პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში მცირეოდენ მარიხუანასა და ფულს მიაგნო და ჩხრეკა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც მოულოდნელმა სტუმარმა სახლის პატრონთან ამანათი მიიტანა.

ამანათზე შეფუთვის მოხსნის შემდეგ,ორ წელზე მეტი ასაკის ბავშვისათვის განკუთვნილი სახანძრო მანქანისნახატიანი სათამაშოების ყუთი გამოჩნდა, მაგრამ ეჭვიანმა პოლიციელებმა ყუთიც  გახსნეს და სათამაშოებში გადამალული დაახლოებით 640 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების 8 კგ კოკაინი აღმოაჩინეს.

Comments
Loading...