იტალიაში, სათხილამურო ტრასაზე 9 წლის ბავშვი დაიღუპა
იტალიაში, სათხილამურო ტრასაზე 9 წლის ბავშვი დაიღუპა, იუწყება სააგენტო ANSA .
მედიის ცნობით, გოგონა „იმბუტოს“ გზაზე მამასთან ერთად სრიალებდა, რა დროსაც თხილამურებზე სრიალის კონტროლი დაკარგა და ბარიერს შეეჯახა. მას გულმკერდის მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.