სალომე ზურაბიშვილი: “მე კახეთის შესატყვისი პრეზიდენტი ვიქნები”

ამის შესახებ  პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კახეთის რეგიონში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს განაცხადა.

“ეს არის ქიზიყი, შესაბამისად, აქ სიღნაღში თავისუფალი, დამოუკიდებელი, სიმართლის მთქმელი ხალხი ცხოვრობს, ამდენად ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს და მომავალში ამ კუთხის შესატყვისი პრეზიდენტი ვიქნები, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სიმართლის თქმის თვალსაზრისით“- განაცხადა სიღნაღში ამომრჩეველთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.

Comments
Loading...