სალომე ზურაბიშვილი: ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის,თორნიკე შენგელიას “ცსკა-ში” გადასვლა მიუღებელია
ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის,თორნიკე შენგელიას "ცსკა-ში" გადასვლა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ში დაწერა.
“ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა”-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.