სალომე სამადაშვილი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე: 1989 წლის 9 აპრილის მერე არ გვახსოვს ესეთი სისასტიკე

"1989 წლის 9 აპრილის მერე არ გვახსოვს ესეთი სისასტიკე",-ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე მოვლენები.

“ესეთი ძალადობა საკუთარ ხალხზე მე არ მახსენდება. ალბათ აქ 1989 წლის 9 აპრილის მერე არ გვახსოვს ესეთი სისასტიკე. ეს არის გაუქმება ქვეყანაში ყველანაირი პროცესის. წაგვართვეს დემოკრატიული არჩევანის  უფლება და მერე გვითხრეს, რომ თუ ამას გააპროტესტებთ, მერე დაგერევითო,“ – განაცხადა  სამადაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში.

შეგახსენებთ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება  უკიდურესად დაძაბულია.

ამასთან, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

Comments
Loading...