სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალდა – დაღუპულია 15 მგზავრი

15 ადამიანი დაიღუპა ბულგარეთში ისირს რეგიონში ავტოკატასტროფის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას Sofia Globe ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭის კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ავტობუსმა  გზას გადაუხვია და ამოტრიალდა.

ავტობუსში ტურისტები ისხდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Comments
Loading...