სამებაში დღეს ჩვილთა 55-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. სამების ტაძარში ხვალ 620 ბავშვი მოინათლება. ამ დროისთვის ილია მეორეს 36 102 ნათლული ჰყავს.

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომი შვილები არიან. ჩვილთა პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

imedinews.ge

Comments
Loading...