სამეგრელოს გუბერნატორი: “სახელმწიფო მზადაა, დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს”

“სახელმწიფო მზადაა, დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს”,–ამის შესახებ სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაცხადა, სადაც მან სოფელ ხეთაში ხანძრის შედეგად დაშავებულები  შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ერთად მოინახულა.

“ექიმების შეფასებით, მძიმე დამწვრობა ოჯახის სამმა წევრმა მიიღო და მათ თბილისში გადაყვანას განიხილავენ. სახელმწიფო მზადაა, დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს. სამწუხაროდ, ხანძრით დაზარალებულებს შორის არის ორი ბავშვიც“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეგახსენებთ, ხანძარი სოფელ ხეთაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

 

Comments
Loading...