სამეფო კარის თამაშების ახალი სერიალი House of the Dragon კასტინგს იწყებს

ჯორჯ რ. რ. მარტინის უკვე საკულტოდ ქცეული ყინულისა და ცეცხლის სიმღერის (A Song of Ice and Fire) სერიის მიხედვით გადაღებული სამეფო კარის თამაშების (Game of Thrones) პრიქველისთვის დრაკონის სახლი (House of the Dragon) მსახიობების შერჩევა გუშინ, 20 ივლისს, დაიწყო.

დრაკონის სახლზე უკვე რამდენიმე წელია, ვმუშაობთ, თუმცა ამ დროის განმავლობაში სათაური რამდენჯერმე შეიცვალა. რეალურად, ეს პირველი იდეა იყო, რომელიც HBO-ს შევთავაზე, როდესაც მემკვიდრე შოუზე ვსაუბრობდით, ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში”, — დაწერა მარტინმა თავის ბლოგზე.

დრაკონის სახლის საპილოტე და დამატებით სერიებს გადაიღებს მიგელ საპოჩნიკი,რომელიც სამეფო კარის თამაშების ისეთ გამორჩეულ სერიებს ედგა სათავეში, როგორებიცაა “Battle of the Bastards” და “The Winds of Winter”. HBO-მ სერიალის 10 სერია შეუკვეთა, მათი სცენარის ავტორი კი რაიან კონდალი (Colony) იქნება.

სერიალში მოვლენები სამეფო კარის თამაშებამდე 300 წლის ადრე განვითარდება. მასში მოთხრობილი იქნება ტარგარიენების სახლის მღელვარე პერიოდის შესახებ — იმ ეპოქის, რომელშიც ძმა ძმას დაუპირისპირდა, დრაკონი კი — დრაკონს. უთანხმოების მთავარი საგანი, რა თქმა უნდა, რკინის ტახტის დაუფლებაა.

ეპიკური ფენტეზის პრიქველის გამოსვლა 2022 წლისთვის იგეგმება.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...