სამტრედიაში ადგილობრივები ეჭვობენ, რომ დაკარგული მამაკაცი ნადირმა შეჭამა

სამტრედიაში, სოფელ ნოღაში მეექვსე დღეა, დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.

როგორც ირკევა,  82 წლის მამაკაცი პირუტყვის მოსაყვანად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ გაუჩინარდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  მოხუცი,  სავარაუდოდ, ნადირმა შეჭამა, რადგან მისი ძაღლი სახლში დაკბენილი დაბრუნდა.

სამძებრო ღონისძიებები ამწუთებშიც გრძელდება .

Comments
Loading...