სამტრედიაში, “ელიტ-ელექტრონიქსის” მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა – დაშავებულია მაღაზიის თანამშრომელი

სამტრედიაში, “ელიტ-ელექტრონიქსის” მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან,  ინციდენტის  შედეგად 21 წლის ბიჭი დაშავდა.
მათივე თქმით, მამაკაცი სამსახურში დღეს პირველად მივიდა, ლიფტის ჩავარდნის შედეგად ის დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს  განცხადებით,  მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...