სამტრედიაში რამდენიმე დღეა, დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
უკვე მეხუთე დღეა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, დავით ჯიბაშვილი სახლიდან 7 მაისს გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია როგორც პოლიცია, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.