სამტრედიის  მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობიდან გამოყოფილი თანხებით, სამტრედიის  მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე რამდენიმე ლოკაციაზე აკვირდებოდა  გზის სამშენებლო სამუშაოებს.

ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ,,ღაღანიძეების უბანში” ასფალტ-ბეტონის გზის დასაგებად მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

ბეტონის გზისთვის მზადდება 1500 მ-იანი მონაკვეთი დაბლა გომში, მე-4 ქუჩაზე, სადაც კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.

,, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონში განსახორციელებელი ფონდიდთან ერთად , 2 მლნ. 650 ათ. ლარს ამ მიმართულებაზე დახარჯავს. სამუშაოები დროშია გაწერილი და ამ ეტაპზე, გრაფიკს მივყვებით”,-განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ.

ასევე, გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს გომის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლების-  გომმუხაყრუას და გომნატეხების დამაკვშირებელ გზაზე, სოფელ დაბლა გომში მე-4 გზაზე, დიდ ჯიხაიშში 37- ე და 38-ე ქუჩებზე, სოფ. ტოლებში_ ეკომიგრანტთა დასახლებაში და ქალაქში, სანაპიროს ქუჩაზე.

Comments
Loading...