სამწუხარო ინფორმაცია,რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა – გარდაიცვალა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლეგენდარული მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონი ქეთევანი გახლდათ ერთადერთი ევროპელი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში, ასევე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში და არაერთი პრიზის მფლობელი. მისმა ბრწყინვალე სპორტულმა კარიერამ შორს გაუთქვა სახელი ქართულ სპორტს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას.

ამ მძიმე წუთებში, თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ქეთევანის ოჯახსა და ახლობლებს”,-ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის,
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ  სამძიმრის წერილში.

 

Comments
Loading...