სამწუხარო ინფორმაცია – უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ცნობილი მსახიობი ემსხვერპლა

ცნობილი მსახიობი და მოდელი , გასპარ ულიელი 37 წლის ასაკში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მსახიობი 18 იანვარს საფრანგეთის სამთო კურორტზე ლა როსერშიიმყოფებოდა, სადაც თხილამურებზე სრიალის დროს მეორე მოთხილამურესშეეჯახა და თავის მძიმე დაზიანებები მიიღო. ის მძიმე მდგომარეობაში გრენობლის საავადმყოფოში გადაიყვანეს ,სადაც დღეს 19 იანვარს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მსახიობის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გასპარ ულიელი ცნობილია ფილმებიდან  ჟან-პიერ ჟენეს“ხანგრძლივი ნიშნობა”. პიტერ ვებერის“ჰანიბალი: აღზევება” ბერტრან ბონელოს “სენ ლორანი” და ა.შ.

ფოტო:არქივი

 

Comments
Loading...