სამწუხარო ინფორმაცია უკრაინიდან – დაბომბვისას, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებული ინფორმაციით, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია უკრაინაში, „ნაცრისფერ ზონაში“ დაბომბვისას დაიღუპა,-იუწყება უკრაინული მედია.
არსებული ინფორმაციით, ჟვანია ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან, რუსი ოკუპანტების საგუშაგოსთან საარტილერიო სროლის შედეგად დაიღუპა.