სამწუხარო ინფორმაცია უკრაინიდან – დაღუპულია 27 წლის ქართველი

უკრაინაში, აზოვსტალში ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ტატო ბიგვავა, სავარაუდოდ, კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, აზოვსტალის თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

ტატო ბიგვავას ოჯახი სოხუმიდან დევნილია და ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან.

ბიგვავების ოჯახი დნეპროპეტროვსკში ცხოვროდა, თუმცა როგორც ირკევა, ოკუპანტებმა ომის დროს, მათი სახლიც გაანადგურეს.
27 წლის მამაკაცის ცხედარი ამ დრომდე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზეა და ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხერხდება იქიდან მისი გამოსვენება.

Comments
Loading...