სამწუხარო ინფორმაცია – ცნობილი ქართველი არტისტი გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი ,დეივიდ დათუნა 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.  გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მძიმე დაავადება გახდა.

დეივიდ დათუნას ყველაზე ცნობილი ნამუშევარი საქართველოში არის სათვალის ლინზებისგან დამზადებული საქართველოს დროშა, რომელიც მან 2014 წელს პრეზიდენტს აჩუქა. ასევე, ის  განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა 2019 წელს, როდესაც ერთ-ერთ გამოფენაზე მაურიციო კატელანის 120 ათას დოლარად შეფასებული არტისტული ნამუშევარი – ბანანი შეჭამა.

Comments
Loading...