სამხრეთ აფრიკა AstraZeneca-სა და ოქსფორდის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ვაქცინის მილიონ დოზას უკან აბრუნებს

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ ინდოეთის შრატის ინსტიტუტს მიმართა თხოვნით, უკან წაიღონ მილიონი დოზა კორონავირუსის ვაქცინია, რომელიც შეიქმნა AstraZeneca-სა და ოქსფორდის ინსტიტუტის მიერ. ამის შესახებ გაზეთი The Economy Times წერს ოფიციალურ პირებზე მითითებით. ვაქცინების პარტია სამხრეთ აფრიკაში გადაიტანეს თებერვლის დასაწყისში.

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა განაცხადეს AstraZeneca-ს ვაქცინის დაბალი ეფექტურობის შესახებ ადგილობრივი შტამის წინააღმდეგ.

შრატის ინსტიტუტი AstraZeneca-ს პარტნიორია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ვაქცინების მომარაგებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკამ გადაწყვიტა, შეაჩეროს მოსახლეობის აცრები AstaZeneca-ს ვაქცინით. ამის ნაცვლად, ისინი გამოიყენებენ Johnson & Johnson-ის ვაქცინას.

ჯანმო-ს იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ალეხანდრო კრავიოტომ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა რეკომენდებულია იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსული ინფექციის ახალი შტამებია გავრცელებული. ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა ვაქცინის პოტენციალი ბრიტანული შტამის წინააღმდეგ და სამხრეთ აფრიკაში ცირკულირებადი ინფექციის საწინააღმდეგოდ. სამხრეთ აფრიკის შტამის წინასწარი ანალიზით, მითითებულია, რომ ადგილი აქვს ვაქცინის ეფექტურობის შემცირებას დაავადების მსუბუქი და ზომიერი შემთხვევების მიმართ, აგრეთვე “ანტისხეულების წარმოების შემცირებას”.

SARS-CoV-2 კორონავირუსის შტამი 501.V2 პირველად იდენტიფიცირდა სამხრეთ აფრიკაში ოქტომბერში. ამ ტიპის ინფექცია ამჟამად დომინირებს სამხრეთ აფრიკაში. წინასწარი მონაცემებით, ეს სტამი უფრო ინფექციურია.

Comments
Loading...