სამხრეთ კორეაში ყოველწლიური “არაფრის კეთების” კონკურსი ჩატარდა

სამხრეთ კორეაში ყოველწლიური კონკურსი Space-out ჩატარდა, რომლის მონაწილეებიც ქალაქებისგან შორს, ტყეში ისვენებენ, პრიზებს კი ყველაზე სტაბილური პულსისთვის იღებენ.

კონკურსი 2014 წლიდან ტარდება. მონაწილეები 90 წუთის განმავლობაში არაფერს აკეთებენ და მოდუნებას ცდილობენ. ათობით კონკურსანტს მაყურებლები და ჟიურის წევრები აკვირდებიან. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო კონკურსის მონაწილეთა რაოდენობა 80-დან 30-მდე შეამცირეს.

პირველ ადგილზე სილამაზის სალონის 34 წლის მენეჯერი გავიდა, მეორე ადგილი რადიო წამყვანმა მიიღო.

Comments
Loading...