სანდრა რულოვსმა დიდი რაოდენობით, წნევის დამწევი მედიკამენტები მას შემდეგ მიიღო, რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ექსპრეზიდენტის ახალ ცოლზე ლიზა იასკოს შესახებ შეიტყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილის ცოლმა სანდრა რულოვსმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაცია ამის შესახებ “მარშალპრესს” ყოფილი პირველი ლედის გარემოცვიდან მიაწოდეს.

სანდო წყაროს ინფორმაციით, სანდრა რულოვსმა დიდი რაოდენობით, წნევის დამწევი მედიკამენტები მას შემდეგ მიიღო, რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ექსპრეზიდენტის ახალ ცოლზე ლიზა იასკოს შესახებ შეიტყო.

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მას სიყვარულს ეფიცება და მასთან ოჯახის შექმნას აანონსებს.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სანდრა რულოვსმა მას შემდეგ შეიტყო, რაც სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს შემდეგი, გასამხნევებელი სტატუსი მიუძღვნა:

“მან შეასრულა თავისი დაპირება!
მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა, გაგვაგებინა რა გეგმით ვიმოქმედოთ და ამ ყველაფერთან ერთად ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება.
ხვალ თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი- ყველა რეფერენდუმზე!!
მიშა გამარჯვებულია! ” – წერდა სანდრა რულოვსი.
როგორც ჩანს ყოფილი პირველი ლედი ამგავარ ღალატს არ ელოდა მიხეილ სააკაშვილისგან და სწორედ ამიტომ სიცოცხლის დასრულება სუიციდით განიზრახა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი, რამდენიმე დღის წინ ერთად ისვენებდნენ საბერძნეთში.
ამჟამად სანდრა რულოვსის მდგომარეობა სტაბილურია, ოჯახის წევრებმა მოასწრეს მისთვის კუჭის ამორეცხვა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად სანდრა რულოვსის თხოვნით სასწრაფო სამედიცინო დამხარება არ გამოიძახეს, როგორც ჩანს ყოფილ პირველ ლედის აღნიშნული ინფორმაციის გახმაურება არ სურდა.
”მარშალპრესი”
Comments
Loading...