სანიკიძე: წელს IBSU-ში ჩარიცხულ აბიტურიენტებს მობილობით სხვა უნივერსიტეტში გადავიყვანთ

ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ, ტვ იმედის პირდაპირ ეთერში განაცხადა. სანიკიძის განცხადებით, ის აბიტურიენტები, რომელთაც არჩეული შავი ზღვის უნივერსიტეტი ჰქონდათ, მობილობის წესით გადაყვანილნი იქნებიან სხვა უნივერსიტეტებში. მისივე თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

“ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 500 სტუდენტზე იქნება საუბარი, თუმცა რამოდენიმე დღეში უკვე გამოიცემა გამოცდებისა და შეფასების ცენტრის რანჟირების დოკუმენტი, რომელიც არის დასტური იმისა თუ ვინ მოიპოვა უფლება კონკრეტულ უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის და როდესაც ეს სია ჩვენთვის ცნობილი გახდება, ჩვენ უკვე დავწყეთ მოლაპარაკებები სხვა უნივერსიტეტებთან, რომ ამ თარიღისთვის (რამოდენიმე დღეში) გვქონდეს სტუდენტებისთვის შესათავაზებელი კონკრეტული ადგილები კონკრეტულ უნივერსიტეტებში.

გამოცხადდება მობილობა გამარტივებული წესით და ყველა აბიტურიენტს ექნება საშუალება მათ მიერ არჩეულ უნივერისტეტში ჩაირიცხონ.”-აცხადებს სანიკიძე.

 

Comments
Loading...